April 25, 2024

"თუ ჩავერიე, არ მგონია, მათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს, ჭკვიანად იყვნენ"

,,კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა. 

 

როგორც სასულიერო პირმა, სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას თქვა, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. 

 

,,არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე, ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად. ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? მითხრან, კარგად გადახედონ ვინ უფრო მოდიოდა, ხელისუფლება შეიცვალა და ისინი უფრო მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ. საკმაოდ ბევრს, ვინც ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 5, 7 და 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან და ახლა, ვინც არ უნდა მოვიდეს, მივიღებ.  ვისაც არ უნდა ღმერთი ნუ ივლის, თავისი არჩევანია.

 

რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ჩავერიე, არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, რაც ღმერთს უნდა ისე იქნება, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს!", -განაცხადა მეუფე იაკობმა.

წაკითხვა 589 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.