ამ გვერდის ამობედვა

"იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ. 

მათი ცნობით, აღნიშნული პირი თავს დეკანოზად ასაღებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს, თუმცა საპატრიარქოს არქეოლოგიური სამსახური საერთოდ არ აქვს. 

 

"ჩვენთვის ცნობილი გახდა თაღლითობის მორიგი ფაქტი. ცოტა ხნის წინ გვაცნობეს. 

 

ფოტოზე ასახულ პიროვნებასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის გადაცდომის შესახებ.

 

როგორც ირკვევა, იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს, საზოგადოებას დეკანოზ ალექსანდრე გოგოლაძედ (ზოგიერთს - ანდრია გოგოლაძედ) ეცნობა და არწმუნებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს.

 

სინამდვილეში, იგი არ არის სასულიერო პირი და არც არავითარი კავშირი აქვს საპატრიარქოსთან. მეტიც, საქართველოს საპატრიარქოში არქეოლოგიური სამსახური არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი" - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წაკითხვა 383 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2020

სიახლეები