ამ გვერდის ამობედვა

თამარ მეფის უნიკალურ ფრესკასთან მიდგმული ავეჯი - საგანგაშო ვითარება ყინწვისის ტაძარში

ელექტრო ჩაიდანი და ფრესკებზე მიდგმული ავეჯი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

 

"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ეკლესიაში თამარ მეფის უნიკალურ ფრესკასთან, რომელიც ისედაც დაზიანებულია, ელექტრო ჩაიდანი და მოსასვენებელი სკამი დგას. სასულიერო პირების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული ფრესკების დაზიანებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

მეუფე იობის ეპარქიაში კი ამბობენ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. ცნობისთვის, აღნიშნულ ტაძარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე მარმალიროს იატაკიც დააგეს, მეუფე იობი ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ტაძარში მტვრის ბუდე იყო.

წაკითხვა 636 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 07 2020