ამ გვერდის ამობედვა

"ვისგან და საიდან მოდის ეს ღალატი, ამ სახელებს გავიგებთ"- მიტროპოლიტი ნიკოლოზი გარეჯის საქმეზე

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი დავითგარეჯის საქმეზე საუბრობს.

 იგი აცხადებს, რომ ვისგან მოდის, საიდან მოდის, ვინ არის მოღალატე, ამ სახელებს ადრე თუ გვიან ყველანი გაირკვევა.
 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ეს საქმე კონკრეტული პირების ღალატს კი არ ეხება, არამედ ესაა "ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი აგრესია".

"მე პრინციპულად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასეთ დეტალებში ჩაღრმავება, მე არ მაქვს არავითარი სრულყოფილი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ არც საპატრიარქოს აქვს ასეთი ინფორმაცია [...] დავითგარეჯას ამბავი ახალი ამბავი არაა. დავითგარეჯა ეს არის საქართველო, ყოველთვის იქნება საქართველო, ვინც რა ღონისძიება არ უნდა ჩაატაროს. შეიძლება, დღეს დავკარგოთ და ხვალ დავიბრუნოთ," – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

წაკითხვა 670 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2020