ნოემბერი 11 2021 წაკითხვა 312 ჯერ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს. 

ნოემბერი 08 2021 წაკითხვა 317 ჯერ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 277 ჯერ

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმ სტატუსის შინაარსს განმარტავს, სადაც ის წერს, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 336 ჯერ

როცა ასეთი საშინელი რაღაცები ხდებოდა, ამას უნდა სინანული, შვილო. ღმერთს არავის დაღუპვა არ უნდა - უფალი ამბობს, არა მნებავს სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და ცხონება მისიო - არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულადო. ამიტომ, ის ყოველი ადამიანისგან სინანულს ელოდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ - ამის შესახებ სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ოქტომბერი 14 2021 წაკითხვა 345 ჯერ

ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.

ოქტომბერი 14 2021 წაკითხვა 365 ჯერ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

 

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

გვერდი 12 სულ 33
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.