ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში

11-12 დეკემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 მათივე ცნობით, ძლიერი ქარი მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

„11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

წაკითხვა 608 ჯერ