ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში

23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც.

,,21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია. ტემპერატურა დასავლეთში +8 - +13 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 - +8 გრადუსის ფარგლებში. ღამით 21-22 დეკემბერს - დასავლეთში +2 - +7 აღმოსავლეთში -4 ; +1. თბილისში 22 დეკემბერს ღამით -1, დღისით +6.

 

23 დეკემბერს მთელს საქართველოში ცუდი ამინდი მოსალოდნელი, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში +5 - +10; აღმოსავლეთში +1 - +6. 23 დეკემბერს დასავლეთში ღამით +4 - +9 ; თბილისში +3 და +4", - აღნიშნა ნინო წვერავამ.

წაკითხვა 751 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2020