ამ გვერდის ამობედვა

"2023 წლამდე ჩაკეტილები ვიყოთ?" - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ქართველი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მსოფლიოს კიდევ 3 წელიწადი მოუწევს.

 

პროფესორი ამბობს, რომ ქვეყანას ახლა გადასარჩენად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, ერთმანეთის გვერდით დგომა და სამედიცინო პირბადესა და დისტანციაზე მკაცრი რეგულაციები სჭირდება.

 

"თუ მთელი მსოფლიო არ იქნება ვაქცინირებული, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მსოფლიო ვერ დაიწყებს მუშაობას ხელახლა. ამას სჭირდება დრო და რესურსი. ჩაკეტილები ვიყოთ 2023 წლამდე? ეს ხომ შეუძლებელია. დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები - ეს ხომ ყველაფერი ასამუშავებელია. ჩვენ ერთი წელიწადი ხომ დავკარგეთ შემოსავალი, ვიკეტებით და ველოდებით. კი არ უნდა ვიკეტებოდეთ, ჩვენ უნდა ვგეგმავდეთ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 

წაკითხვა 1289 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 13 2021

სიახლეები