ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

23-24 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

 აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

სინოპტიკოსების ცნობით, 25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი.

 

„თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.

 

24 თებერვალს დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 თებერვალს ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 323 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 22 2021

სიახლეები