ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს

დღეს ქუთაისში,  ჟურნალისტ ვახო სანაიას ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა, ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებზე ძალადობაა და ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა.

 


აქციის მონაწილეებმა ხელი მანიფესტს მოაწერეს, რომლის მიხედვითაც შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებენ, შეწყდეს ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებების გაკეთება.

 

"ის რიტორიკა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს ჟურნალისტების მიმართ აქვთ, ხელს უწყობს იმ ძალების წახალისებას, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი განსხვავებული აზრის მიმართ და შესაბამისად, არაერთი სამწუხარო ფაქტის მომსწრე გავმხდარვართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას და ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას,’’-განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში სატელევიზიო ქსელის დირექტორმა ნანა თოშხუამ.

 

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

წაკითხვა 346 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 27 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.