ამ გვერდის ამობედვა

ტრანსპორტის მუშაობა შესაძლოა, ისევ შეიზღუდოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ტრანსპორტით მგზავრობაზე შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. 

 

"მაქსიმალურად შევეცდებით, ის ზომები რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე მოგვიწევს საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში რომ მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვა მობილობის შეზღუდვის სახით. აქ საუბარი მაქვს მგზავრობის შეზღუდვაზე. დღეს ამის აუცილებლობა რომ დაუყოვნებლივ ეს გადაწყვეტილება დავაყენოთ, არ დგას, მაგრამ თუ გაუარესდა სურათი, შესაძლოა, მოგვიხდეს დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომლებიც აქამდე იყო. 

2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და ჩვენ 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს. 2%-ს როდესაც გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ 5% უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, ამდენად, 2%-ს როდესაც გადასცდება მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე" - თქვა მან.

წაკითხვა 355 ჯერ

სიახლეები