"ბედნიერი სახლი"–სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს! –დადე აგური.

2017 წლის 28 ივლისს „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" ინიციატივით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას დაედო საფუძველი. ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი  სოფელ დიღმის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი საქველმოქმედოა, რომლის შესრულებაზე ფონდი საჯარო და კერძო სექტორთან ერთად ზრუნავს. შენობის მთავარ ფუნქციას  სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

 

2017 წლის 1 ნოემბერს, ფილარმონიაში, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ბერი ანდრია ფონდის ბავშვებისთვის. კონცერტში სუხიშვილების ანსამბლი, შვიდკაცა და გუფილენდი მონაწილეობდა. შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის "ბედნიერი სახლი"-ს მშენებლობას. ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის ავტორი  დარეჯან (დადუნა) შათაშვილია – კომპანია Artytechs-ის თანადამფუძნებელი. 

 

 

"ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის” “ბედნიერი სახლი"-ს პროექტის პრეზენტაცია, 2016 წლის 28 ნოემბერს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სარეაიბილიტაციო ცენტრი მოიცავს 20 საძინებელ ოთახს: ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გათვალისწინებულია საერთო სარგებლობების მქონე სივრცეები, სადაც შეძლებენ ხატვას, ძერწვას, თამაშს, სივრცეები, სადაც ჩაუტარდებათ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და მასაჟები, სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების ოთახი და სასადილო.

 

პროექტი შედგენილია ყველა სავალდებულო სტანდარტის დაცვით. შენობის ინტერიერი და ექსტერიერი ითვალისწინებს ბავშვებისთვის მხიარული და ზღაპრული გარემოს შექმნას

 

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

ფონდის მიზანია კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის სრული ინფრასტრუქტურით შექმნა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. 

 

ფონდის დახმარებისთვის გადადით ლინკზე! 

 

პროექტის ფოტოები:

წაკითხვა 6977 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.