ამ გვერდის ამობედვა

„მამა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ეს ბიჭი იყო სასწაული ადამიანი" - მამა ნექტარიოს მჭედლიძე

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ა­ს შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს.

როგორც სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული, თუმცა ცდილობდა, მისი ვინაობა დაფარული ყოფილიყო.  

 

„მამა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ეს ბიჭი იყო სასწაული ადამიანი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ 19 წლის ასაკში ამდენი ქველმოქმედება... სულ ცდილობდა დაფარული ყოფილიყო, უბრალოდ ეს იყო აღზრდილი შვილი კეთილი, სამგორში სამი თვის ქირა, რომ გადაუხადე ბებოს ახლა გამახსენდა. მან დამირეკა მთხოვა მე გადავუხდი, უბრალოდ. არ უთხრა ჩემი სახელიო. ასეთი შვილი არ ყავდა დასაკარგი საქართველოს“,- წერს მოძღვარი.

წაკითხვა 315 ჯერ

სიახლეები