ამ გვერდის ამობედვა

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. ნაძვის ხეს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები აწყობენ.

წლების მანძილზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იყო დადგმული, თუმცა, წელს თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდეს.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა აქციას მართავენ. მათ მერიამ სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვა, რასაც მათი და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ნაძვის ხის რესპუბლიკის მოედანზე განთავსების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უნდა უკავშირდებოდეს.

წაკითხვა 5992 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 16 2018

სიახლეები