ამ გვერდის ამობედვა

საქართველო COVID-19-ით სიკვდილიანობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა

ასი ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ამას მოწმობს გამოცემა New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა და 100 000 მოსახლეზე 120 ადამიანი შეადგინა.

 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღეში საშუალოდ 4,462 შემთხვევა ფიქსირდება.

 

რაც შეეხება COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ასი ათას მოსახლეზე გარდაცვალებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

 

ქვეყანაში 100 000  მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკა 1.96-ს შეადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით დღეში საშუალოდ 77.1 ადამიანი იღუპება.

 

New York Times-ის ცნობით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 26%-ია.

 

წაკითხვა 226 ჯერ