ამ გვერდის ამობედვა

ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა.

ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„მოყვანილი იქნა ორი ბავშვი 13 წლის, მოხდა პირველი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილი იქნა პედიატრიულ კლინიკაში.

 

რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.

 

არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წაკითხვა 215 ჯერ

სიახლეები