ამ გვერდის ამობედვა

" ყველა თავზარდაცემული ვართ" - კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

 

„ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული.

 

რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 180 ჯერ