ამ გვერდის ამობედვა

"თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო"

თუ მაქვს რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი, მზად ვარ კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი ვაგო, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტებს „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

 

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც 13 წლის მო­ზარ­დი, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს და ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის, ყვე­ლა კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს.

 

"მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს. კარ­გად წარ­მო­მიდ­გე­ნია, თუ რამ­დე­ნად მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. მეც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ვარ. შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და და უმ­ძი­მე­სია ეს ყვე­ლას­თვის. გა­მო­ძი­ე­ბა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს. ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის, ყვე­ლა კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს, მათ შო­რის მეც, თუ მაქვს რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი, მზად ვარ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ვაგო პა­სუ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

 

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას და­ზუს­ტდა კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ელექტრო ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­საც მოჰ­ყვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წაკითხვა 227 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 13 2022