ამ გვერდის ამობედვა

დეპუტატ ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.

 

დღეს თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

 

2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. მას დაუმორჩილებლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნოორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.

წაკითხვა 163 ჯერ