საქართველოში „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებში“ 7 ათასზე მეტი ბავშვია
2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით“ 2 934 ოჯახმა ისარგებლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ ოჯახებში ბავშვების საერთო რაოდენობა 7 332-ია.
ცნობისთვის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“ სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასეთმა ოჯახებმა დახმარების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მიმართონ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება 800 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. მათივე ცნობით, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრება.
სიახლეები
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს
- კანონის მიღებას პარლამენტთან დაძაბულობა მოჰყვა - აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯებირი გაჭრა
- სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს
- ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ
- "საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს"- ჯონ ბასი