ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში თოვლი, წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

 

დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

წაკითხვა 7473 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 02 2019

სიახლეები