ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ნოემბერს ქუთაისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

 

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +18, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +20 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი.

 

გუდაურში დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +9 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

 

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავში +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში უნალექო, მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

წაკითხვა 224 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 21 2022