ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

 

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

წაკითხვა 170 ჯერ

სიახლეები