2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს. ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ.
იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
ამავე კანონის გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა.
პარლამენტის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილები დღეიდან ძალაშია.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი