გიული ალასანიას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს.
„მინდა მივუსამძიმრო არა მარტო ოჯახს, იმიტომ, რომ ბუბა დიდი ხანია უკვე ოჯახს გასცდა და სხვათა შორის საქართველოსაც. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი სცენაზე პირველად გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.
უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“,-განაცხადა ალასანიამ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი