ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

25-28 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 25 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

წაკითხვა 7024 ჯერ