ამ გვერდის ამობედვა

ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო.

 

ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

 

თვითმხილველების თქმით, 15 წლის მოზარდი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

წაკითხვა 238 ჯერ