"აქტიურად მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები" - ონის მერი
ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.
სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს-ს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებში როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, – აცხადებს ონის მერი.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი