ამ გვერდის ამობედვა

თურქეთში დააკავეს ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამასი პირი

თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 300 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, რეიდები ჩატარდა ქვეყნის 32 პროვინციაში.

 

ყველაზე მეტი პირი დააკავეს დიდ ქალაქებში: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში.

 

თურქეთის მთავრობა „ისლამურ სახელმწიფოს“ რამდენიმე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათ შორისაა თავდასხმები სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტზე 2016 წლის 28 ივნისს, როცა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.

 

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურობენ თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, სირიასა და ერაყში.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 26 2023

სიახლეები