ამ გვერდის ამობედვა

მოსალოდნელია დიდთოვლობა, შტორმი და მეწყერი – ამინდის პროგნოზი

მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და მეწყრული პროცესების განვითარება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ:

 

  • 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში - თოვლი, ზოგან - ძლიერი. ასევე - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა;
  • დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა;
  • მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეები აადიდოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

 

10-11 იანვარს შესაძლოა, თოვლი მოვიდეს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც.

წაკითხვა 202 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 08 2024

სიახლეები