ამ გვერდის ამობედვა

112 მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ცნობით, 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.

წაკითხვა 111 ჯერ