ამ გვერდის ამობედვა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლებმა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

ყველაფერი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ "კომუნისტში" საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

 

საბოლოოდ კი, პროტესტი 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

 

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

წაკითხვა 111 ჯერ

სიახლეები