March 29, 2024

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ წვიმა, მთაში კი თოვლი შენარჩუნდება.

 

მისივე ინფორმაციითვე, 29 მარტს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი ტემპერატურა იქნება. დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს და ხვალ თბილისში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ–ში. ტემპერატურა, სავარაუდოდ, 11 გრადუსი იქნება.

 

30 მარტს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსია მოსალოდნელი. ცივი ამინდი შენარჩუნდება დედაქალაქშიც, სადაც ტემპერატურა კვლავ 11 გრადუსი იქნება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.

 

31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის განმავლობაში 10-15 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი - 20-25 მ/წმ–ში.

 

აღმოსავლეთ საქართველოში 31 მარტს ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამით ტემპერატურა –2 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში კი +2 გრადუსამდე იქნება. სინოპტიკოსების ცნობით, გორი–სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარი - 17-22 მ/წმ–ში იქროლებს.

წაკითხვა 6516 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.