მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება
მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა, კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.
„მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ძალიან. ამის ამოქმედების შემდეგ უკვე სახიფათო იქნება - „მოდი ძმაკაცს ვათხოვო მანქანა“, ან „ჩემი პატარა შვილი დავსვა საჭესთან“. ასევე ნაპოვნია გზა, რათა სამართლებრივად დარეგულირდეს ლიზინგების თემაც. ახლა ვსაუბრობთ ყველასთან, რომ პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, მისი განხილვა უკვე მოხდა არასამთავრობოებთან და მხარს გვიჭერენ. გვინდა ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგინოთ და შემდეგ უკვე პარლამენტს. ჩვენი სურვილია, რომ ეს სიახლე უკვე წელს ავამოქმედოთ თუ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ambebi.ge
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი