ამ გვერდის ამობედვა

სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე - "ხშირად მოძალადე ბავშვისთვის ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ ოჯახის წევრიცაა"

ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დად­გე­ნა ბავ­შვთა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­კი­თხის სპე­ცი­ფი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ოჯა­ხე­ბი ცდი­ლო­ბენ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ გა­ახ­მა­უ­რონ, რად­გან ოჯა­ხის რე­პუ­ტა­ცი­ას უფრთხილ­დე­ბი­ან, ან თა­ვად ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი/მო­ზარ­დე­ბი ინა­ხა­ვენ ამას სა­ი­დუმ­ლოდ. თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კა მა­ინც არ­სე­ბობს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

უახ­ლე­სი, 2019 წლის 3 თვის სტა­ტის­ტი­კით, გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის 40 შემ­თხვე­ვა­ზე და­ი­წყო. სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 2019 წლის იან­ვარ-მარ­ტში ჯამ­ში 110 და­ნა­შა­უ­ლია რე­გოს­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ 38-ია გახ­სნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მებს, 2018 წელს არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის 331 შემ­თხვე­ვა­ზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, მათ შო­რის იყო არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის 26 სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის 81 საქ­მე. აღ­სა­ნი­შა­ნა­ვია, რომ 2018 წელს 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით, ამ კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ზე არას­რულ­წლო­ვან­თა და მათი მშობ­ლე­ბის მხრი­დან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია

 რას გუ­ლის­ხმობს არას­რულ­წლო­ვან­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ?

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ზე გუ­ლის­ხმობს ბავ­შვის/მო­ზარ­დის გა­მო­ყე­ნე­ბას სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. იგი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბით, არა­მედ მო­ი­ცავს ქმე­დე­ბა­თა ფარ­თო სპექტრს, რო­გო­რი­ცაა: ერო­ტი­უ­ლი ელ­ფე­რის ალერ­სი, შე­ხე­ბა, სა­კუ­თა­რი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა, პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის კად­რე­ბის ან პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის ნახ­ვის ხელ­შე­წყო­ბა და სხვა. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი ჩა­ით­ვლე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იყო თუ არა თან­ხმო­ბა ბავ­შვის მხრი­დან, რად­გან ერ­თის მხრივ, ბავ­შვზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა იო­ლია, მით უფრო, რომ მო­ძა­ლა­დე თა­ვი­სი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ხში­რად მი­მარ­თავს ტყუ­ილს, მუ­ქა­რას ან შან­ტაჟს; მე­ო­რეს მხრივ კი ბავ­შვს არ შე­უძ­ლია ამ ქმე­დე­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­გე­ბა, მათი სწო­რად შე­ფა­სე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, თა­ვის 2018 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რიშ­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ბავ­შვთა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა­ზე და მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს ის, რომ სა­ხელ­მწი­ფოს კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კონ­ცეფ­ცია არა­სა­სურ­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბე­ბის­გან ბავ­შვე­ბის და­სა­ცა­ვად ამ დრომ­დე არ შე­უ­მუ­შა­ვე­ბია. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში, ბავ­შვებს არ აქვთ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვის უნდა მი­მარ­თონ რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბის, მათ შო­რის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის არა­სა­სურ­ვე­ლი ქმე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მის მას­შტა­ბე­ბი­სა, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდომ ფორ­მატ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბებ­სა და კამ­პა­ნი­ებს არ აწარ­მო­ებს. ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად მცი­რეა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ნაკ­ლე­ბად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­გი­ო­ნებ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­ბავ­შვებ­თან მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლოგ­თა რი­ცხვი", - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ AMBEBI.GE-ს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი 9 წლის გო­გო­ნას ანო­ნი­მუ­რი ის­ტო­რია მი­ა­წო­და:

"გო­გო­ნას დედა აი­ძუ­ლებ­და, რომ გა­და­ე­ღო პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ო­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გზავ­ნი­და და ყიდ­და. შემ­დეგ ეს ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, შე­ახ­ვედ­რა ამ კაცს, რო­მელ­მაც ბავ­შვზე იძა­ლა­და. ეუბ­ნე­ბო­და ტან­საც­მე­ლი გა­ე­ხა­და, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო და მო­ფე­რე­ბო­და. ამ ქმე­დე­ბე­ბის ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ­სე­ბობს და ის ვნა­ხე, ძლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია და აღ­სა­წე­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი".

ფსი­ქო­ლო­გი ქე­თე­ვან ფი­ლა­უ­რი AMBEBI.GE- სთან იმ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რობს, რა­მაც შე­საძ­ლოა თავი იჩი­ნოს რო­გორც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ისე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, ზრდას­რუ­ლო­ბის ასაკ­შიც.

"ეს პრობ­ლე­მა მუ­დამ არ­სე­ბობ­და, დღე­საც არ­სე­ბობს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­ში. ეს უდი­დეს ზი­ანს აყე­ნებს ბავ­შვს რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. რაც უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში ხდე­ბა და გან­მე­ო­რე­ბი­თია უფრო მე­ტია ზი­ა­ნი. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დე ძი­რი­თა­დად არის ბავ­შვის­თვის ნაც­ნო­ბი, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, ზოგ­ჯერ ოჯა­ხის წევ­რიც, რო­მე­ლიც არის ბავ­შვთან ნდო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ან შე­უძ­ლია ნდო­ბა ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვოს. ეს ბავ­შვში პირ­ველ რიგ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს. ბავ­შვებს ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნე­ბი უყა­ლიბ­დე­ბათ სხვა, მათ­თვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. ასეთ შემ­თხე­ვა­ში ის იღებს გა­მოც­დი­ლე­ბას, რომ მის­თვის ახ­ლო­ბელ, უფ­როს ადა­მი­ანს მო­აქვს ტკი­ვი­ლი და ეს არის ძა­ლი­ან ტრავ­მუ­ლი მის­თვის. მან არ იცის, ვის ენ­დოს და ვის არა, კარ­გავს ნდო­ბას ყვე­ლას მი­მართ. ამ გა­მოც­დი­ლე­ბას ახა­სი­ა­თებს მრა­ვა­ლი სიმპტო­მი, თავ­დაც­ვის პოზა, სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი­დან თა­ვის არი­დე­ბა, უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ფაქ­ტი დას­რულ­და შე­იძ­ლე­ბა წარ­სუ­ლის გან­ცდე­ბი მის ფიქ­რებ­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად შე­იჭ­რას. იმის ნაც­ვლად რომ მო­ზარ­დმა ითა­მა­შოს, გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს, გან­ვი­თარ­დეს, იგი ერთი და იგი­ვე ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს" - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

ქე­თე­ვან ფი­ლა­უ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ ფაქ­ტებს იძი­ე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნით უნდა იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი და უნდა იცოდ­ნენ, რო­გორ აწარ­მო­ონ ბავ­შის გა­მო­კი­თხვა, ისე რომ მათი ფსი­ქი­კა არ და­ა­ზი­ა­ნონ.

"მი­ნი­მუმ ფსიქ­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი უნდა ჰქონ­დეს გავ­ლი­ლი სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მე­ლიც ბავ­შვი გა­მო­კი­თხვა­შია ჩარ­თუ­ლი. როცა ბავშს სთხო­ვენ პა­სუ­ხი გას­ცეს კი­თხვებს, ანუ სთხო­ვენ ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბას რაც მას არ სურს, ეს არის რეტ­რავ­მა­ტი­ზა­ცია, რა­საც არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და­კი­თხვა იწ­ვევს".

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე ასე­თი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"ამ მხრივ ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის ფაქ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია, ითხო­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს... მშობ­ლე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და ითხო­ვენ რჩე­ვას, რა უნდა გა­ა­კე­თონ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც უკვე კარ­გია. ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბი­ან ამ პრობ­ლე­მას და აა­ნა­ლი­ზე­ბენ, რა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას­თან აქვთ საქ­მე და რაც მთა­ვა­რია, ამას ბავ­შვის წარ­მოდ­გე­ნე­ბად არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ევ­რო­პის მას­შტა­ბით ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ თქვა, რომ ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შვი სხვა­დას­ხვა სა­ხის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ კუ­თხით კვლე­ვე­ბი არ ტარ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრობ­ლე­მის მას­შტა­ბის გან­სა­ზღვრაა სწო­რედ ასე­თი კვლე­ვე­ბით მოხ­დეს.

ასე­ვე, უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა ხდე­ბა თუ არა პრე­ვენ­ცია. აქ უპირ­ვე­ლე­სად გვახ­სენ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და მას შემ­დეგ ყვე­ლა ის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის: ბა­ღე­ბი, სკვე­რე­ბი, მუ­სი­კის სკო­ლე­ბი, ცეკ­ვის წრე­ე­ბი და ა.შ. ყვე­ლა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია უნდა ცდი­ლობ­დეს სხვა­დას­ხვა ფორ­მით მო­ახ­დი­ნოს პრე­ვენ­ცია. პრე­ვენ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მხა­რე ბავ­შვე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად და ფრთხი­ლად მი­წო­დე­ბაა" - ამ­ბობს აბა­ში­ძე,

მისი თქმით, პრე­ვენ­ცი­ის­თვის წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით სწავ­ლე­ბის და­ნერგვა იქ­ნე­ბა.

"ამ საგ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს სა­თა­ნა­დოდ არ ეს­მით და სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რაც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია. ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შა­ოა მშობ­ლებ­თა­ნაც... სა­ხელ­მწი­ფომ უნდა ჩა­დოს რე­სურ­სი, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი და­ი­გეგ­მოს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. შემ­დეგ უკვე სა­მა­რალ­დამ­ცა­ვე­ბის მუ­შო­ბის სტან­დარ­ტებ­ზე უნდა და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა. მათი მუ­შა­ო­ბის დი­ზა­ი­ნი სა­ერ­თოდ თა­ვი­დან და­სა­წე­რია. ისი­ნი სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბენ, მა­გა­ლი­თად რო­გორც იძი­ე­ბენ ყა­ჩა­ღო­ბას, იგი­ვე მე­თო­დით იძე­ბენ ასეთ სპე­ცი­ფი­ურ და­ნა­შულს. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით ასე­თი და­ნა­შუ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, მათ უნდა გა­და­ხე­დონ მუ­შა­ო­ბის მთლი­ან სტან­დარტს. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ბავ­შვზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. სახ­ლმწი­დომ ერ­თი­ა­ნი წრე უნდა შექ­მნას - და­ი­წყოს პრე­ვენ­ცი­ით, გა­აგ­რძე­ლოს გა­მო­ძი­ე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნით და და­ას­რუ­ლოს მსხვერ­პლი ბავ­შის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით" - აღ­ნიშ­ნა ანა აბა­ში­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­იქ­მნა მოწ­მი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტი. კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად იმუ­შა­ვე­ბენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ არას­რულ­წლოვ­ნებ­სა და მათ მშობ­ლებ­თან, გა­უ­წე­ვენ მათ პირ­ვე­ლად ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას, შეს­თა­ვა­ზე­ბენ სა­ჭი­რო სერ­ვი­სებს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მათ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ი­ყო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ­გვა­რი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებს გა­მო­ი­ძი­ებს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი არი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­მო­კი­თხვის მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ზე. სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის­თვის სას­ჯე­ლი გამ­კაცრ­დე­ბა და მთე­ლი რიგი უფ­ლე­ბე­ბი (მათ შო­რის სას­წავ­ლო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა) ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ასე­ვე შე­იქ­მნე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ პირ­თა ბაზა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვერ გას­წვდე­ბა ამ პრობ­ლე­მას. მათი მო­საზ­რე­ბით, სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა და პრობ­ლე­მი­სად­მი სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა.

ambebi.ge

წაკითხვა 912 ჯერ