ამ გვერდის ამობედვა

"რუსი გიდი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები" - აფხაზეთში რუსი და აფხაზი "გიდების ომი" დაიწყო

"აფხა­ზე­თის ტე­ტო­რი­ა­ზე ექ­სკურ­სი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ეროვ­ნე­ბით აფხა­ზებს ექ­ნე­ბათ, რათა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სულ­მა ტუ­რის­ტებ­მა ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა უფრო კარ­გად გა­იც­ნონ", - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ას­ლან ბარ­ციც­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აფხა­ზეთ­ში უკვე სამი წე­ლია მოქ­მე­დებს ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბის ატეს­ტა­ცია. მა­ი­სი­დან კი, გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი გი­დე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყე­ბა - ყვე­ლა მათ­განს თან უნდა ჰქონ­დეს ბე­ი­ჯი, ექ­სკურ­სის მარშტრუ­ტი და სპე­ცი­ა­ლუ­რი საგ­ზუ­რი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი გას­ცე­მენ. ბარ­ცი­ცის თქმით, ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლებს მუდ­მი­ვად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ, რათა ვინ­მემ არა­ლე­გა­ლუ­რად არ იმუ­შა­ოს.

"რო­გორ­ღაც მი­ვა­ღი­წეთ იმას, რომ აფხა­ზე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რის მი­მართ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლებს დიდი ინ­ტე­რე­სი აქვთ, მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ აქ ჩა­მო­სუ­ლი გი­დე­ბი ად­გი­ლობ­რივ ნორ­მა­ტი­ვებს არ ეც­ნო­ბი­ან და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ამა თუ იმ ძეგლს შე­სა­ხებ მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით უყ­ვე­ბი­ან ტუ­რის­ტებს და შეც­დო­მა­შიც შეჰ­ყავთ, ან სუ­ლაც ერთხელ ნახ­ვის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში­ვე აგ­რო­ვე­ბენ მსურ­ვე­ლებს, ჩა­მოჰ­ყავთ და თა­ვად უამ­ბო­ბენ მათ ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ აფხა­ზეთ­ში ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლად იმუ­შა­ვებს მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი ექ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად 700-ზე მეტი ატეს­ტა­ცი­ა­გავ­ლი­ლი გიდი გვყავს და მათ მუ­შა­ო­ბას საფრ­თხე არ უნდა შე­ექ­მნას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია არა­ლე­გალ გი­დებს აღ­მო­ა­ჩენს, ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან", - აცხა­დებს ბარ­ცი­ცი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ბარ­ცი­ცის ინი­ცი­ა­ტი­ვას იწო­ნებს და ამ­ბობს, რომ რე­გი­ონ­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე ისე­დაც უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლია, ამი­ტომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ სჭრი­დე­ბათ. სხვე­ბის თქმით, ბარ­ცი­ცი, უდა­ვოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას ახ­მო­ვა­ნებს, რად­გან არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც "რუს­მა გი­დებ­მა აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რა­ში ქარ­თვე­ლე­ბის წვლილ­ზეც ისა­უბ­რეს, რა­მაც ისი­ნი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რუსი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლი ქალი ტუ­რის­ტებს უყ­ვე­ბო­და, რო­გორ გან­დევ­ნეს მთი­დან ჩა­მო­სულ­მა აფხა­ზებ­მა ძი­რძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან.

"25 წე­ლია რუსი, სო­მე­ხი და ბერ­ძე­ნი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ჯგუ­ფე­ბით და­დი­ან აფხა­ზეთ­ში და ახლა გა­ახ­სენ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ისი­ნი ჩვენ გვარ­თმე­ვენ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. გა­სა­გე­ბიც არის, 21 ივ­ლისს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და ხომ უნდა მო­ი­გონ მო­სახ­ლე­ო­ბის გული", - წერს სო­ხუ­მე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იზი­და გუ­ლია.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი ekhokavkaza.com-ის­თვის მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წერს, რომ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტუ­რიზ­მი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ასე ხდე­ბა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც თა­ვი­სი, ასე­ვე თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ჩაჰ­ყავს ტუ­რის­ტე­ბი და ეს ბიზ­ნე­სი ასე ვი­თარ­დე­ბა. აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ "ეკო­ნომ-კლა­სის" ტუ­რის­ტებს ებ­რძვი­ან.

მისი თქმით, სა­უ­ბა­რია, სო­ჭი­დან ჩა­მო­სულ ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში მა­ი­სი­დან აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხაზ გი­დებს და­უნ­დო­ბელ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ.

"მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნოვ­ნი­კი ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, ყვე­ლამ ხომ იცის, რომ ეს სო­ჭელ ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლებს ეხე­ბათ. კარ­გი იქ­ნე­ბა, რუ­სეთ­მა რომ გა­ნა­ცხა­დოს, რუ­სეთ­ში მხო­ლოდ რუს­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა იმუ­შა­ო­ნო?! თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ რუ­სებს აფხა­ზეთ­ში ატეს­ტა­ცი­ა­გავ­ლილ გი­დებ­ზე და­ბა­ლი დო­ნის მომ­ზა­დე­ბა აქვთ?

აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, გა­სულ წელს, რე­გი­ონ­ში 500 000-ზე მეტი ტუ­რის­ტი ჩა­ვი­და და მათი ნა­ხე­ვა­რი "ერ­თდღი­ა­ნი" ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, "თა­ვი­ან­თი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბით".

რუსი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ახ­სოვთ, რო­დე­საც აფხა­ზი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლი ჰყო­ლი­ათ, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი არ იცო­და და მისი სა­უბ­რი­დან ნა­ხე­ვა­რი ვერ გა­ი­გეს. "ყო­ჩაღ აფხა­ზე­ბო, თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ სრუ­ლი სვლით მი­დი­ხართ", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი ალ­ჩი­ბო­ვი.

ambebi.ge

წაკითხვა 1043 ჯერ