ამ გვერდის ამობედვა

ზუგდიდში საპენსიო ასაკის 93 პედაგოგი სკოლას ტოვებს

ზუგდიდშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოსი პედაგოგიდან 93-მა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, დანარჩენი კი გამოცდაზე დარეგისტრირდა.

 

განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბერში ერთდროულად მიიღებენ.

"სულ 51 სკოლაა. საპენსიო ასაკის დაახლოებით 230 პრაქტიკოსი მასწავლებელია. დღევანდელი მონაცემებით, 93-მა გამოთქვა სურვილი ჯილდოს მიღებაზე, დანარჩენი დარეგისტრირდა გამოცდაზე", - აღნიშნა ფარცვანიამ. 

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.

imedinews.ge

წაკითხვა 671 ჯერ

სიახლეები