ამ გვერდის ამობედვა

თვითმხილველების ინფორმაციით, ყაზბეგში ვერტმფრენს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა

თვითმხილველები ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ყვებიან.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს, რომ „ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, ხმელეთზე ჩამოვარდა“.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.

 

ადგილობრივების ცნობით, სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის, სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომლები არიან.

წაკითხვა 854 ჯერ