სასტიკი მკვლელობა გარდაბანში - საკუთარ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი დასახიჩრებული იპოვეს

სასტიკი მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - გვიან ღამით საკუთარ სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი მოკლული იპოვეს.

მოკლულებს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცხედრები იმდენად არის დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა ახლობლებს გაუჭირდათ.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს სახლიდან არაფერი წაუღიათ. ამიტომ ვარაუდობენ, რო მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

http://rustavi2.ge

წაკითხვა 706 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.