ამ გვერდის ამობედვა

იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ლაშა კი­ლა­ძე აცხა­დებს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ცენ­ტრში, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და.

ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ მოხ­მა­რე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია. ამ თე­მას­თან და­კა­ში­რე­ბით მან პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ბა­ლი ხა­რის­ხის, იაფი ნარ­კო­ტი­კი ე.წ. სი­რე­ცი კვლავ იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, რაც, მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს. კი­ლა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც, ოპი­ო­ი­დე­ბის შემ­ცვე­ლი ახალ-ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არა­თუ შემ­ცირ­და, გა­ი­ზარ­და კი­დეც.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მწვა­ვე ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბებს იწ­ვევს და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა გახ­ში­რე­ბუ­ლი, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზით, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

„ე.წ. სი­რე­ცი, ეს არის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხის ნა­რე­ვი და ის სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­კო­სივ­რცის ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გაზ­რდილ მოხ­მა­რე­ბას, ბოლო კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ ტი­პის ნა­რე­ვი ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო და დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია ამ ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა. ეს არის ოპი­ო­ი­დი, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით, რო­მე­ლიც არის და­ბა­ლი ხა­რის­ხის და საკ­მა­ოდ იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი", - აღ­ნიშ­ნა ლაშა კი­ლა­ძემ.

 

„ამ პე­რი­ო­დის­თვის ამ­ფე­ტა­მი­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ზია მო­მა­ტე­ბუ­ლი. რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, ერთჯე­რად­მა მი­ღე­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ენ­დოფ­სი­ქო­ზე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. მე არ მეს­მის, რას ჰქვია "კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი". კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, არ შე­იძ­ლე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­თან ენის მო­ჩლექ­ვით და სა­ა­ლერ­სო სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი. მისი ერთჯე­რა­დი მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ყო­ფი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბის, ვი­თარ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი და ძა­ლი­ან რთუ­ლია შემ­დეგ ამ და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ფხვრა“, - დას­ძი­ნა მან.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­ატრთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ეკა ჭყო­ნიაAMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რაც პერ­სპექ­ტი­ვა­ში იწ­ვევს ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კის გაზ­რდას. მისი თქმით, თბი­ლის­ში არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

„ადა­მი­ან­თა დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მე­ლიც ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას მო­იხ­მარს, უვი­თარ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა. ბენ­ზა­დი­ა­ზე­პი­ნე­ბი, წე­სით, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც არა­მიზ­ნობ­რი­ვად, ნარ­კო თრო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მე მაქვს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე და ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე (რაც მე მსმე­ნია) არის კერ­ძო აფ­თი­ა­ქე­ბი, რომ­ლებ­შიც ურე­ცეპ­ტოდ გას­ცე­მენ სა­ეჭ­ვო მე­დი­კა­მენ­ტებს, ფსქო­აქ­ტი­ურ პრე­პა­რა­ტებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა იცი­ან ეს წერ­ტი­ლე­ბი, აკი­თხა­ვენ და იძე­ნენ ასეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს. დიდ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში, რო­გორც ვიცი, ძნე­ლია ურე­ცეპ­ტოდ იყი­დო ასე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი. ამას­თან, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ტერ­ნე­ტით მარ­ტი­ვად ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა. ასე­ვე, ყი­დუ­ლო­ბენ ამ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წამ­ლებს, თვი­თონ­ვე აკე­თე­ბენ რა­ღაც კონ­ბი­ნა­ცი­ებს და იცი­ან, რო­გორ მი­აღ­წი­ონ ამით ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბას", - გვი­თხრა ეკა ჭყო­ნი­ამ.

რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გური მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, "ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სრუ­ლი აღ­კვე­თა, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის სტა­ბი­ლურ შემ­ცი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვაღ­წი­ოთ".

"რო­დე­საც ამ პრობ­ლე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, და არა­სო­დეს არ არის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტი, მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩვენ არას­წორ აქ­ცენ­ტებს ვსვამთ. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ გა­ნა­პი­რო­ბებს მოხ­მა­რე­ბას. თუ ასეა, მა­შინ მოვ­სპოთ ყვე­ლა დანა და ქვა, ამით შემ­ცირ­დე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბის რი­ცხვი?! ან მკვლე­ლო­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. რას იზამთ, მოკ­ლავთ ვინ­მეს?! არა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი აღ­ზრდი­დან მო­დის. თუ ჩვენ გვინ­და შემ­ცირ­დეს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ვი­დან­ვე ჩვენს შვი­ლებს სწო­რად უნდა მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე. კი არ უნდა დავ­სა­ჯოთ ბავ­შვი, რად­გან დას­ჯა არ გა­მო­იწ­ვევს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ჩვენ უნდა ავუხ­სნათ შვილს, რომ აი, შე­გიძ­ლია გა­სინ­ჯო, მო­იხ­მა­რო, მაგ­რამ და­გე­მარ­თე­ბა ეს, ჩა­ვარ­დე­ბი ასეთ დღე­ში და შენ აირ­ჩიე, გი­ღირს? ეს იქ­ნე­ბა პრე­ვენ­ცია, თო­რემ თუ ში­შის ზარს დავ­ცემთ და ავუკ­რძა­ლავთ, მას უფრო მე­ტად გა­უჩ­ნდე­ბა ინ­ტე­რე­სი და როცა წა­მო­იზ­რდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სინ­ჯავს მას. ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს სა­ხელ­მწი­ფოც - რე­სურ­სი უნდა ჩა­ი­დოს პრე­ვენ­ცი­ა­ში და არა დას­ჯა­ში, და­ჯა­რი­მე­ბა­ში და ა.შ.", - აღ­ნიშ­ნა გური მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მე­დი­ის როლ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ ის, რომ მე­დი­ით ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის პო­ლუ­ლა­რი­ზა­ცია არ მოხ­დეს. ხაზ­გა­მით უნდა გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი იმა­ზე, რომ ნარ­კო­ტიკს ერ­თა­დერ­თი შე­დე­გი გა­აჩ­ნია და ეს არის დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გი და თუ ადა­მი­ან­მა რა­მეს მი­აღ­წია, ის უფრო მეტს მი­აღ­წევ­და, პი­რო­ბი­თად, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ამა­ზე უნდა გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი. ამ­ჟა­მად 7500-ზე მეტი ნარ­კო­და­მო­კი­ე­ბუ­ლი გვყავს ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ა­ში ჩარ­თუ­ლი, თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია, მო­უს­მი­ნონ, რო­გორ და­ენგრათ ამ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა, რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე დად­გნენ და მერე გა­და­წყვი­ტონ, და­ი­წყე­ბენ თუ არა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გური მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა.

იგი მი­იჩ­ნევს, რომ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კვლავ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გორც იცით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აფი­ნან­სებს ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის ნე­ბის­მი­ერ სტა­ცი­ო­ნარ­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და რომ­ლის გა­რე­შეც არ ხდე­ბა ნარ­კო­და­მო­კი­ე­ბუ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა, აქ მო­ვი­კოჭ­ლებთ. სა­ჭი­როა ამა­ში ჩა­ი­დოს რე­სურ­სი და გა­იხ­სნას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბი", - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ პრობ­ლე­მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა დას­ჯა­ზე, არა­მედ პრვენ­ცი­ა­ზე, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ზი­ანს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებ­სა და სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ მოხ­მა­რე­ო­ბას მოს­დევს, ისი­ნი, აქ პრობ­ლე­მა­თა ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრს გა­მო­ყო­ფენ.

ნარ­კო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კი არ არ­სე­ბობს. ნარ­კო­ტი­კის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა პი­როვ­ნე­ბა­ზე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში. ნებ­სმი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თან ახ­ლავს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ფსი­ქი­კა­ში, სხვა­დას­ხვა ტემ­პით ქვე­ით­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რი უნა­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დეგ­რა­დირ­დე­ბა პი­როვ­ნე­ბა, რაც აი­სა­ხე­ბა მის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ზეც, ირ­ღვე­ვა ძვე­ლი ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, იც­ვლე­ბა ადა­მი­ან­თა წრე, რო­მელ­თა­ნაც ინარ­ჩუ­ნებს კონ­ტაქტს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ირ­ყე­ვა ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ხში­რად ვერ­ცელ­დე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ უწყე­ბა გა­ნაგ­რძობს ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­სა და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ბრძო­ლას.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია: 11 კი­ლოგ­რა­მამ­დე „ჰე­რო­ი­ნი", 1 კილო და 300 გრა­მი „კო­კა­ი­ნი", 800 აბი „სუ­ბუ­ტექ­სი" და „სუ­ბოქ­სი­ნი", 1300 აბზე მეტი „ექ­სტა­ზი“, 4 კილო და 500 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და 150 გრა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 317 პირი მის­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად ამ შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რე­ბი­სა, პრობ­ლე­მა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თუმ­ცა ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­შია.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი“ ყო­ველ­წლი­უ­რი ვრცე­ლი მოხ­სე­ნე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­მე­ლი ნარ­კო­ტი­კი სა­ი­დან შე­დის ევ­რო­პა­ში და ვინ მო­იხ­მარს მას. რო­გორც „ბი-ბი-სი“ წერს, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი ევ­რო­პის ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მთა­ვარ ახალ გა­მოწ­ვე­ვად იმ გა­რე­მო­ე­ბას მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი სულ უფრო მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა მოხ­მა­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი­სათ­ვის.

მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ევ­რო­პის მას­შტა­ბით ნარ­კო­ტი­კის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, არა­მედ „ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, რო­მელ­თა კუ­რი­ე­რე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ხე­ზეა „ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის უბე­რი­ზა­ცია“.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სულ უფრო იზ­რდე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­კუთ­რივ ევ­რო­პა­ში და მცირ­დე­ბა მისი შე­ტა­ნა (ჰე­რო­ი­ნის და კო­კა­ი­ნის გარ­და).

ორ­გა­ნი­ზა­ცია „ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი“ ევ­რო­კავ­შირ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის სტრუქ­ტუ­რას 20 წელ­ზე მე­ტია იკ­ვლევს.

 ambebi.ge

წაკითხვა 1289 ჯერ

სიახლეები