ამ გვერდის ამობედვა

"შავებში ჩაცმულ გოგონას დღეში სამჯერ აჰქონდა ყვავილები საფლავზე და საათობით იჯდა - ენატრებოდა და ალბათ, ტანჯვას სიკვდილი ამჯობინა“

ფეისბუკგვერდი „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები 2018“ წყალტუბოში დატრიალებული ტრაგედიის ახალ დეტალებს ასაჯაროებს და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გოგონა, რომელმაც შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო, სალომე ჯიმშელეიშვილია, მისი შეყვარებული კი - ვატო ჟორჟოლიანი. ამ ვიდეოში ისინი ძალიან ბედნიერები არიან:

 

„თავი ჩამოიხრჩო შეყვარებულის საფლავზე... საშინელი ტრაგედია დატრიალდა... შეყვარებული ავტოავარიით დაეღუპა რამდენიმე თვის წინ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ... დღეს ამ გოგონამ საფლავზე მისულმა თავი ჩამოიხრჩო, ვერ გაუძლო... შავებში ჩაცმულ გოგონას დღეში სამჯერ აჰქონდა ყვავილები საფლავზე და საათობით იჯდა... ენატრებოდა და ალბათ, ტანჯვას სიკვდილი ამჯობინა“, - წერს შოთო სიხარულიძე.

 

წაკითხვა 975 ჯერ