ამ გვერდის ამობედვა

ქალმა მშობიარობიდან 30 წუთში გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა

ეთი­ო­პი­ელ­მა ქალ­მა მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 30 წუ­თის შემ­დეგ სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

 

21 წლის ალ­მაზ დე­რე­სეს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ მე­ტუ­დან არის, იმე­დი ჰქონ­და, რომ გა­მოც­დებს ბავ­შვის გა­ჩე­ნამ­დე ჩა­ა­ბა­რებ­და, თუმ­ცა ტეს­ტი­რე­ბა რა­მა­და­ნის გამო გა­და­ი­დო.

გა­მოც­დის და­წყე­ბამ­დე სულ ცოტა ხნით ადრე მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო. ალ­მა­ზის თქმით, ორ­სუ­ლო­ბის დროს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მის­თვის რთუ­ლი არ იყო და არ სურ­და, მომ­დევ­ნო წლის­თვის გა­და­ე­დო და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.

 

ინ­გლი­სუ­რი­სა და მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტე­ბი მან სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე და­წე­რა, და­ნარ­ჩენ საგ­ნებს კი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­ა­ბა­რებს.

„ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბო­და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა მარ­ტი­ვი იყო,“ -აღ­ნიშ­ნა ალ­მაზ­მა.

მისი ქმა­რი, ტა­დე­სე ტულუ კი ამ­ბობს, რომ შეძ­ლო სკო­ლა და­ე­თან­ხმე­ბი­ნა, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის ცოლს სამ­შო­ბი­ა­რო­ში მის­ცე­მო­და.

ambebi.ge

წაკითხვა 681 ჯერ