ამ გვერდის ამობედვა

"ქმარს და ქვეყანას არ ვიცვლი, ტანსაცმელიც აღარ შევცვალო?!" - ნინო კუზანოვა ნოე სულაბერიძის ქორწილში ცნობილი დიზაინერის კაბაში ბრწყინავდა

ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო ნა­დი­რა­ძე-კუ­ზა­ნო­ვა მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. წლე­ბის წინ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო რო­გორც ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბის - კუ­ზა­ნო­ვე­ბის ოჯა­ხის რძა­ლი, თუმ­ცა დღეს ის ამ­ბობს, რომ ეს ოჯა­ხი მან უფრო გა­ა­პი­ა­რა, ვიდ­რე პი­რი­ქით.

 

ექი­მი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია - უვ­ლის თავს და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­მოს­ზეც არ ამ­ბობს უარს. ცოტა ხნის წინ, პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და მო­დელ ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში უმ­შვე­ნი­ე­რე­სი თეთრ-ვარ­დის­ფე­რი გა­მო­სას­ვლე­ლი კაბა-შარ­ვლით წარ­სდგა.

 

სა­ღა­მოს კაბა იტა­ლი­ე­ლი სა­მო­დე­ლო ბრენ­დის Elisabetta Franchi-ის უახ­ლე­სი, 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა. ამ ბრენ­დის კა­ბე­ბის ფასი 300 ევ­რო­დან იწყე­ბა და 2 400 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს. უახ­ლე­სი კო­ლექ­ცი­ის კა­ბე­ბის ფასი, რა თქმა უნდა, შე­და­რე­ბით ძვი­რია.

ნინო კუ­ზა­ნო­ვამ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩაც­მის სტილ­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­სა და ოჯახ­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ხი­რად მაკ­რი­ტი­კე­ბენ, რა­ტომ გაქვს ამ­დე­ნი ტან­საც­მე­ლიო... ვი­ღა­ცე­ე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე რომ დარ­ბოდ­ნენ, მე სახ­ლი­დან ცხვირს არ ვყოფ­დი და წიგ­ნებს თავ­ში ვირ­ტყამ­დი. ვშრო­მობ­დი იმის­თვის, რომ დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა მქო­ნო­და. 23 წე­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ და 17 წელი ყო­ველ მე­სა­მე დღეს ვმო­რი­გე­ობ­დი.

რა­ღაც ხომ უნდა შევ­ცვა­ლო ცხოვ­რე­ბა­ში? ქმარს არ ვცვლი, არც სამ­სა­ხურს, ქვე­ყა­ნას არ ვიც­ვლი და ტან­საც­მე­ლიც აღარ შევ­ცვა­ლო ხოლ­მე?! ჩემს გულს რაც გა­უ­ხარ­დე­ბა, სა­კუ­თარ თავს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ. დღეს ჯინ­სი მინ­და, ხვალ - შორ­ტი, ზეგ - გა­მო­სას­ვლე­ლი კაბა.

- ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის ქორ­წილ­ში ელი­ზა­ბე­ტა ფრან­ჩის კაბა გეც­ვათ, ალ­ბათ ძვი­რი და­გიჯ­დათ...

- ასა­ტა­ნი თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე. ქალს ასაკს, კა­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას და ხელ­ფასს არ ეკი­თხე­ბი­ან, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით ხომ არ მი­ყი­დია?!

რო­დე­საც ეს კაბა "ფე­შენ ტი­ვი­ზე" პირ­ვე­ლად ვნა­ხე, მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თბი­ლი­სის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ი­დან და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ესა და ეს კაბა გვაქვს ჩა­მო­ტა­ნი­ლიო. ასე უნე­ბუ­რად ამიხ­და სურ­ვი­ლი. იმა­საც კი ვოც­ნე­ბობ­დი, იქ­ნებ არ მო­მიხ­დეს და ყიდ­ვას გა­დავ­რჩე-მეთ­ქი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­მიხ­და.

- ვე­რაფ­რით ის­წავ­ლეთ ეკო­ნო­მია?

- ხვალ რომ გა­დავ­ბრუნ­დე და მოვ­კვდე, რაში გა­მო­მად­გე­ბა ეკო­ნო­მია? ჩემი შე­მო­სავ­ლის 40% მი­დის სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში და და­ნარ­ჩე­ნი 60% არ მო­ვიხ­მა­რო? მაბ­რა­ლე­ბენ, იმი­ტომ გა­პი­არ­და კუ­ზა­ნო­ვე­ბის რძა­ლი­აო. აბა და­ფიქ­რდით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ ცნო­ბილ ექიმს ყავს რძა­ლი, ერ­თმა მა­ინც რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ოჯა­ხით გა­პი­ა­რე­ბუ­ლი­ყო?! აქე­დან დას­კვნა გა­ა­კე­თეთ, რომ კუ­ზა­ნო­ვე­ბი მე გა­ვა­პი­ა­რე.

ავთო ჩი­ტი­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

AMBEBI.GE

წაკითხვა 2735 ჯერ