ამ გვერდის ამობედვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

51 წლის ასაკ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და­ვით უჯ­მა­ჯუ­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და.

 

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი, პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. წლე­ბის წინ ის პარ­ტია "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი იყო, 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს VI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი, გა­რე­მოს დაც­ვის და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი.

2017 წლი­დან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის VI მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ.

 

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის გა­რაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო:

"ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის და­ვით უჯ­მა­ჯუ­რი­ძის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და კო­ლე­გებს.

და­ვით უჯ­მა­ჯუ­რი­ძე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის VI მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. 2004/2008 წლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს VI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო. და­ვით უჯ­მა­ჯუ­რი­ძე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მუ­შა­ო­ბა­ში. ის გახ­ლდათ საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სა­ქა­ლა­ქო მე­ურ­ნე­ო­ბის კო­მი­სი­ის და სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის წევ­რი" - ნათ­ქვა­მია საკ­რე­ბუ­ლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ვით უჯ­მა­ჯუ­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლია.

"იმ დღეს ვნა­ხე. დიდი ხანი არ მყავ­და ნა­ნა­ხი... ჯა­კოს სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბა უნ­დათ მის მე­ზობ­ლებს ქუ­ჩის­თვის, სა­დაც ლე­ვა­ნი ცხოვ­რობ­და და გი­ორ­გი ტყე­მე­ლა­ძეს­თან ვსა­უბ­რობ­დით ამ თე­მა­ზე... ჯა­კო­ზე მე­ლა­პა­რა­კა, რო­გორ მეტ­კი­ნა გუ­ლიო და დღეს გა­ვი­გე რომ ეს უკარ­გე­სი ბი­ჭიც წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან! ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი! რა სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ვხარ­ჯავთ ემო­ცი­ებს, ნერ­ვებს და დროს, ღმერ­თო!!! მე­რამ­დე­ნე კარ­გი კაცი წა­ვი­და..." - წერს ინგა გრი­გო­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ambebi.ge

წაკითხვა 635 ჯერ

სიახლეები