ამ გვერდის ამობედვა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

 

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

 

რუსთაველს გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

 

სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 817 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2019

სიახლეები