ამ გვერდის ამობედვა

„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა“

„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა“

– ამ სიტყვებით დაიწყო 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა თამარ ბაღაშვილმა 12:00  საათიანი “კურიერის” გამოშვება.

 

თამარ ბაღაშვილი აქციის ღამეს მხარში დაიჭრა და მას ოპერაცია დასჭირდა. „კურიერის“ ჟურნალისტი და წამყვანი ეთერში სპეციალური სახვევით დაჯდა და მაყურებელს ემოციური ტექსტით მიმართა.

 

„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა და იმ ათასობით ადამიანებისთვის, ვინც თვალებგამოთხრილი და ძვლებდამტვრეული საქართველოს სახელით, ამ წუთებშიც მოითხოვს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. აქ ვარ იმის ნიშნად, რომ თქვენ შეიძლება გამოგვთხაროთ თვალები, დაგვიმტვრიოთ ძვლები, მაგრამ ვერ გაგვტეხავთ,“- განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

წაკითხვა 917 ჯერ