ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

პირველ ივლისს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება, ასევე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი.

 

2 ივლისიდან კი საქართველოში გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.

 

თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. 1-ელ ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

წაკითხვა 600 ჯერ

სიახლეები