ამ გვერდის ამობედვა

Facebook, Instagram და WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

სოციალური ქსელების Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.

 

ამაზე მეტყველებს სერვის Downdetector-ის მიერ გავრცელებული მონაცემები. ამის შესახებ აგრეთვე იტყობინებიან მომხმარებლებიც.

 

სოციალურ ქსელებში პრობლემა იქმნება ფოტოების გახსნისას, სხვა გვერდზე გადასვლისას და ა.შ. ოფიციალური განცხადება კომპანიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

წაკითხვა 684 ჯერ