ამ გვერდის ამობედვა

"მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ ყოველი დღის მადლიერი ვიყო" - ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე

რამდენიმე დღის წინ, „პალიტრავიდეომ“  ინტერვიუ ჩაწერა გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილთან, ნინი გოგიჩაიშვილთან, რომელმაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. 



ნინის იმედი ჰქონდა, რომ მამა მძიმე სენს დაამარცხებდა, თუმცა ყველასთვის საყვარელი მსახიობი და გამორჩეულად კეთილი გოგიჩა, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

width=534

 

„იმდენად კეთილია გოგიჩა, რომ ასეთი ხუმრობა ხოა - ჭიანჭველასაც არ ადგამს ფეხსო, გოგიჩა არის ადამიანი, არათუ ფეხს ადგამს, არამედ ახლოს უყრის ნამცეცებს, რომ არ დაიღალოს ჭიანჭველა. როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს ძალას გვმატებს. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ ყოველი დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ადამინები. მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი

width=535

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი იგივე გოგიჩა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი დღეს საავადმყოფოში გარ­და­იც­ვა­ლა.

 


primetime.ge

წაკითხვა 1569 ჯერ