ამ გვერდის ამობედვა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა ერთანეთს ბოთლებიც ესროლეს

პარლამენტთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ორი პირი ტერიტორიიდან გაიყვანა.

 

სავარაუდოდ, დაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციას ანტისაოკუპაციო აქციიდან რამდენიმე წევრი შეუერთდა.

 

სიტუაციის განეიტრალება სამართალდამცავებმა შეძლეს. ამ მომენტისთვის შეკრებილებს ლევან ვასაძე მიმართავს.

 

აქციების მონაწილეები ერთმანეთის მისამართით ბოთლებსაც ისროდნენ.

წაკითხვა 536 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 08 2019